თელავში საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება მიმდინარეობს
თელავში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, თელავის მერი – შოთა ნარეკლიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან- ირაკლი ქადაგიშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.
“ამ დროისთვის, უკვე დასრულდა 5 საცხოვრებელი კორპუსის გამრიცხველიანების სამუშაოები. ჯამში, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება ბინების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის განხორციელებაზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.