ბოლნისში 11 გამოკვლეულიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში 11 პირის საკვლევი მალასა გაიგზავნა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”
ბოლნისის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, კოვიდინფიცირება არცერთ მათგანს დაუდასტურდა.
“11 პირს შორის ნაწილი სამედიცინო პერსონალი ,ხოლო ნაწილი კლინიკის ბენეფიციარები იყვნენ,რომელთა ტესტის პასუხი “კოვიდ 19″-ზე უარყოფითია”,-განაცხადა მაკა მამარდაშვილმა
ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 192 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 175 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.