რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, პაციენტს მრავლობითი ზედაპირულ დაზიანებებთან ერთად ფილტვების დაზიანებაც აღენიშნება.

როგორც თვითმხილველები ამბობენ 21წლის ქალი გადასასვლელზე გადადიოდა რადროსაც ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლოს მეორე ნაწილით დაოწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები