ზუგდიდს წლის ბოლომდე 25 ახალი მუნიციპალური ავტობუსი ეყოლება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ერთწლიანი ანგარიში წარადგინმა, სადაც მუნიციპალიტეტის განახლებულ ავტოპარკზე ისაუბრა.

,,ზუგდიდს 15 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი ჰყავს. მუნიციპალიტეტი წლის ბოლომდე 25 ახალ ავტობუსს შეიძენს და გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადავა. მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები. შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელები მოეწყობა, საშეღავათო ტარიფები დაწესდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის” – განაცხადა ზუგდიდის მერმა 1 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

წელსვე, ავტოპარკი ეწყობა რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლის ღირებულება 616 140 ლარია.

გიორგი შენგელიამ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამართულ შეხვედრაზე თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები