პირველი აგვისტოდან თერმული ლოკაციები წყალტუბო და საირმე საერთაშორისო ვიზიტორებს მიიღებენ- ამის შესახებ მერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილმა ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეაზე განაცხადა, რომელიც დღეს, დისტანცირებულად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
ასამბლეაში, რომელსაც 50-მდე ევროპის ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე ასოციაციის მიმდინარე საკითხები განიხილეს, შეფასდა ბიუჯეტი, იმსჯელეს ახალი წევრების მიღების თემაზეც. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პანდემიის შემდგომ პერიოდში თერმულ ქალაქებში განსახორციელებელ აქტივობებზე თუ როგორ უნდა ამუშავდეს ტურიზმი და ამ ეტაპზე როგორი მდგომარეობაა, ფუნქციონირებენ თუ არა ქალაქები სრულფასოვნად.
იოსებ ხახალეიშვილმა ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეის წარმომადგენლებს იმერეთში არსებული სიტუაცია გააცნო და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა, ხოლო პირველი აგვისტოდან თერმული ლოკაციები – წყალტუბო და საირმე, საერთაშორისო ვიზიტორებსაც მიიღებენ.
ასამბლეაზე მონაწილეებმა ასოციაციის სამომავლო სტრატეგიაზეც იმსჯელეს, რომელიც მიზნად ისახავს განახლებულ მიდგომას და უფრო მეტ კომუნიკაციას წევრებს შორის.
აღსანიშნავია, რომ იმერეთი საქართველოდან ერთადერთი რეგიონია, რომელიც 2017 წლიდან “ეითქა”-ს წევრია. ინფორმაციისთვის, ქუთაისი 2021 წელს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მე-11 ფორუმს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც ფორუმს “ეითქას”-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.