ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს პეტრე ადამაძე უხელმძღვანელებს

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს პეტრე ადამაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულ პოსტზე იგი კონკურსის წესით შეირჩა. პეტრე ადამაძეს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. იყო სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრის (ტრენინგ ცენტრი CRDC) გენერალური დირექტორი. ამავე ორგანიზაციაში ატარებდა ტრენინგებს მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებით. აქტიურად იყო ჩართული განათლების და მეცნიერების საკითხებში, კერძოდ იყო კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი.

საკუთარი ნამუშევრით სპიკერად მიწვეული იყო ეკონომიკისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციაზე ჰარვარდის უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები