ლაგოდეხის მერმა სამედიცინო პერსონალს სამადლობელი ბარათები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა – ჯონდო მდივნიშვილმა სამედიცინო სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს და სამედიცინო პერსონალს #Covid19-ის წინააღმდეგ გაწეული შრომისთვის მადლობის სიგელი, სამადლობელი ბარათები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“თითოეული თქვენთაგანი იმყოფებოდა #Covid19- ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე. მინდა, მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო, თქვენი პროფესიონალიზმის, გამბედაობისა და თავდადებისათვის!”,- ნათქვამია მერის სამადლობელ ბარათში.