წყალტუბოში ოლიმპიზმისა და სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა
წყალტუბოში ოლიმპიზმისა და სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სპორტულ ღონისძიებაში ა(ა)ი.პ “სპორტული კლუბების გაერთიანების” ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა ევრო ოლიმპიადის ჩემპიონ იაკობ ქაჯაიასთან ერთად მიიღეს მონაწილება.
გარბენის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები მუნიციპალიტეტის მერმა – გრიგოლ იოსელიანმა და მოადგილე – ალექსანდრე დადუნაშვილმა გადასცეს. ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.