ახალთერჯოლაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა მერის წარმომადგენელ – ბესიკ ცხადაძესა და დეპუტატ – გიორგი რობაქიძესთან ერთად, ახალთერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფლის ცენტრიდან მუჯირების უბნამდე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს “მეკას” მიერ.
“ბეტონით გზის მოწყობა მიმდინარეობს, ასევე მეტლახის დასახლებაში, გურულების უბანში, რომელსაც “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს “ჯეო ბილდი” ახორციელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.