თერჯოლაში მსოფლიო ოლიმპიზმის დღე სიმბოლური გარბენით აღინიშნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით და მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მსოფლიო ოლიმპიზმის დღე სიმბოლური გარბენით აღინიშნა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ოლიმპიადის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე – ნინო ჯანელიძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

“ცენტრალურ სტადიონზე გარბენი პანდემიასთან დაკავშირებული წესების გათვალისწინებით ჩატარდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 23 ივნისს მსოფლიოში ოლიმპიადის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1948 წლიდან აღინიშნება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები