რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსთავში კორონავირუსი 84 წლის ქალს დაუდგინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით, ქალის მეუღლეც კორონავირუსით ინფიცირებულია.

“როდესაც ქალბატონის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა, ქალი გადაყვანილი იქნება საკარანტინე ზონაში. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი რუსთავის “ცხელების ცენტრში” შემოიყვანეს “,- განაცხადეს ცხელების ცენტრში.

ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა მათგან 9 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები