თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა.
შუახნის ქალს „პისიარ“ ტესტის ჩასატარებლად ბიოლოგიური ნიმუში აუღეს, რამაც „კოვიდ-19“-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. ქალი თელავის რაიონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
კონტაქტებისა და წყაროს მოძიების მიზნით, ეპიდემიოლოგთა ჯგუფი უკვე მუშაობს სოფელ ყარაჯალაში.
დღესკდღეს სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდანაა, ერთის ინფიცირების წყაროს მოძიება კი გრძელდება.