კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა. შემთხვევა ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ მაგსიტრალზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსის და ჟიგულის მარკის ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა, რის შემდეგაც სამარშრუტო ტაქსი რამდენჯერმე ამობრუნდა და 3 მოქალაქე დაზიანდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ საავადმყოფოს მენეჯერმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, ამ ეტაზე დაშავებულ მგზავრებს სამედიცინო კვლევები უტარდებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.