გორში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული კორპუსის სახურავის აღდგენა დასრულდა

გორში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის აღდგენა დასრულდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს, გორის მერი აღნიშნული კორპუსის მოსახლეობას შეხვდა.

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდა.

“სამუშაოები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში, იმ კომპანიამ აწარმოა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ბინის სახურავის რეაბილიტაცია განახორციელა. სტალინის #1-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსს სახურავი ძლიერმა ქარმა მიმდინარე წლის 3 ივნისს გადახადა”,”- აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები