გიორგი ხოჯევანიშვილი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

შიდა ქართლის რწმუნებული – გიორგი ხოჯევანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს სამხარეო ადმინისტრაციისა და სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, რეგიონში ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა წარმოადგენდა.

სააგენტოს კონსულტანტი – ოლაფ მარველი მომდევნო 3 თვის განმავლობაში,  შიდა ქართლის ტურისტულ მარშრუტებს შეიმუშავებს, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ის კულტურული და ტურისტული ობიექტი, რაც რეგიონში მდებარეობს.

,,ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სხვადასხვა მიმართულებით ვთანამშრომლობთ, ამჯერად ერთობლივად ვგეგმავთ რეგიონში ტურისტულ მარშრუტებს და ზოგადად, შიდა ქართლის ტურიზმის ხელშეწყობას. ვფიქრობ, საინტერესო პროექტი იქნება, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს”, – აღნიშნა რწმუნებულმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები