ზვიად შალამბერიძე: სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეს ერთი კვირის განმავლობაში 595 ადამიანი სტუმრობდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – ზვიად შალამბერიძის განცხადებით, იმერეთმა ვიზიტორების მიღება დაიწყო.
როგორც ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეს ერთი კვირის განმავლობაში 595 ადამიანი სტუმრობდა.
“ორშაბათიდან დღემდე, 595 ადამიანი მივიღეთ სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეში, რა თქმა უნდა, ეს ციფრი, იმ ფონზე, როდესაც თითოეული ლოკაცია დაახლოებით, 1500-დან 2000-მდე ადამიანს მასპინძლობდა შარშან ამ დროს, მცირეა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტორების რაოდენობა იმატებს, გუშინდელი დღის მონაცემებით იყო 100-130 სტუმარი, დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენ ვემზადებით სხვა მიმართულებებითაც , ბევრი საინტერესო ადგილები გვაქვს, რომელსაც ასევე სტუმრობენ ტურისტები, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ახალი ლოკაცია – ვანის მუზეუმი, რომელსაც უკვე ორი კვირის ვადაში გავხსნით და იქნება ძალიან საინტერესო”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მისივე თქმით, სასტუმროების ძირითადმა ნაწილმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.