გორში, გორგასლის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გორში, გორგასლის ქუჩაზე,  #5-სა და #6-ში მდებარე კორპუსებს შორის გასართობი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოები გორის მერმა – კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

მათივე ცნობით, პროექტი, რომელიც „სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში“ ხორციელდება, ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.სამუშაოების ღირებულება 50 977 ლარია.

“პროექტის მიხედვით, სკვერში მოეწყობა საფეხმავლო, გარე განათება, ატრაქციონები, დაიდგმება დეკორატიული სკამები. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, 2020 წელს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის, მათ შორის კომბინატისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით ადგილობრივმა მოსახლეობამ ორი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გადაწყვიტა. გარდა გორგასლის ქუჩისა, სკვერის მოწყობა თარხნიშვილის ქუჩაზეც დაიგეგმა.

აღსანიშნავია, რომ გორგასლის ქუჩაზე  #5-სა და #6-ში მდებარე კორპუსებს შორის 2019 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ტრენაჟორებიც მოეწყო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები