აჭარის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა
აჭარის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის თქმით, უმაღლესი საბჭო პარლამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს და აჭარის საარჩევნო მოდელიც ნაწილობრივ პროპორციული იქნება. როგორ გადანაწილდება მანდატები ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებიათ.
“ჩვენ შევეცდებით რომ ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი იყოს სწორად იმის მსგავსი რაც ცენტრში კეთდება საარჩევნო სისტემის მიმართულებით“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებას 14 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.