ქობულეთში მოცვლის ბაღის გაშენება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააფინანსა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის “მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა” – ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, მოცვის ბაღის გაშენება დაფინანსდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ მოცვის ბაღი მოინახულეს და პირველი მოსავლის კრეფის პროცესს დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ფერმერი წელს პირველი მოსავლის სახით 10 ტონა მოცვს ელოდება. მოსავალი გადის როგორც ექსპორტზე, ასევე რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე.
პროექტის ფარგლებში 3300 ძირი მოცვის ნერგი 1 ჰა-ზე გაშენდა. აგრეთვე, პროექტი ,,დანერგე მომავლის’’ ფარგლებში, 10 ჰა ფართობზე 32 000 ძირი ლურჯი მოცვის ნერგის გაშენება დაფინანსდა. ბაღში 30 ადამიანია დასაქმებული.