ქუთაისში ავარიის შედეგად 25 წლის ქალი დაიღუპა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ქალი გზის მეორე მხარეს გადადიოდა, რა დროსაც დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 25 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციამ ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მუხლი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები