შუახევის მერის მოადგილემ სოფელ ნენიაში სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა

შუახევში, სოციალური კამპანიის ფარგლებში, სხვადსხვა საჭიროებების მქონე ოჯახების დასახმარებლად სოციალური აქციები გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დღეს, შუახევის მერის მოადგილე – რუსუდან შავაძე სოფელ ნენიაში იმყოფებოდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, რუსუდან შავაძემ რამაზ მიქელაძის სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა და მათი მდგომარეობით დაინტერესდა.

„ დღეს მიქელაძეების ოჯახი მოვინახულე და მათ საჭიროებებს გავეცანი. ოჯახის სამი წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, მიქელაძეებს პირველადი მოხმარების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები მივუტანე და მომავალში მხარდაჭერას დავპირდი“,- აღნიშნა რუსუდან შავაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები