ოკამში მალე 150 ადამიანს გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოების შესრულების ხარისხს.

„ამჟამად მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დასრულებული პროექტი სოფლის 150 მოსახლეს საშუალებას მისცემს დამატებით გაიუმჯობესოს წყალმომარაგება. პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის, გამანაწილებელი ქსელის, სარეგულაციო და სათვალთვალო ჭების, ასევე ურდულების მოწყობა”, – აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.~

წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს „სპეცჰიდრომშენი“ ახორიელებს და პროექტის საერთო ღირებულება 267 767 ლარია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები