რუსმა მესაზღვრეებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის მკვიდრი დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა 23 წლის მწყემსი – დავით ვარდოშვილი და მისი თანასოფლელი – ლევან ბაწილაშვილი ყადორის მთაზე საქონელს აძოვებდნენ.

როგორც შსს- ში განმარტავენ, 13 ივნისს, სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ სოფელ ალმატის მცხოვრები, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს – ში განუცხადეს, პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია და მწყემსის გადმოცემასთან დაკავშირებით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა უახლოეს მომავალში მოხდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები