თელავში მეგობრობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თელავში მეგობრობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 900 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

“სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია “სერპანტინი” ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 489 080 ლარით ფინანსდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები