რუსთავის საკარანტინე ზონაში 2 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუსთავში, სასტუმრო “გრანდ ვეჯინში” მოწყობილ საკარანტინე ზონაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა,
წყვილი უცხო ქვეყნიდან შემოვიდა და რეგულაციების შესაბამისად, რუსთავის ერთერთ საკარანტინე ზონაში განთავსდნენ.
ბეგაშვილის განმარტებით, პისიარ ტესტირების შემდეგ ცოლ-ქმარს კორონავირუსი დაუდასტურდა და ორივე მათგანი თბილისის ერთერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.