ქუთაისში კოვიდინფიცირების ერთი და გამოჯანმრთელების ასევე ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
ქუთაისში კოვიდინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, კოვიდ-19-ით ინფიცირებული 41 წლის ქალი საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს და მას მოგზაურობის ისტორია აქვს.
„დღეს, ერთი პაციენტი დაგვემატა, საკარანტინე სივრიციდან, მას მოგზაურობის ისტორია აქვს თურქეთში. ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, მას ლაბორატორიული კვლევით ორჯერ უარყოფითი პასუხი მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსისგან სრულად განიკურნა. პაციენტი კლინიკიდან დღეს გაეწერება“,- განაცხადა ნადირაძემ.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, კვლავ 7 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ექვსი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი პაციენტი შედარებით მძიმედაა, მას პლევმონია და თანმხლები დაავადებები აქვს.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი, ჯამში 43-მა პაციენტმა დაამარცხა.