“ისტორიული მნიშვნელობის წარსული ადგილობრივი მაცხოვრებლების იმედადაა დარჩენილი”

ჟურნალისტი მაკა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში სოფელ ჭერემში მდებარე, ჰერეთის ნანგრევების შესახებ წერს.

“კახეთში, კაჭრეთის “ამბასადორიდან” 10 კმ ში, გომბორის ქედზე, სოფელ ჭერემში, მეხუთე საუკუნის ჰერეთის ნანგრევებია. წარსულის ეს სურათი ისეთი სევდიანია, თუ აქ მოხვდით, აუცილებლად მოგინდებათ მიხვიდეთ და ამ ხავსიან ლოდებს ხელით შეეხოთ.

ეს ყველაფერი ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. მას აუგია საფორტიფიკაციო ნაგებობათა მთელი კომპლექსი, ციხე-ქალაქები – თავისი რეზიდენცია უჯარმა, ბოჭორმა, ხორნაბუჯი და ჭერემი.

მაშინ დიდი ქალაქი ყოფილა ჭერემი, დიდებული საეკლესიო და საერო ნაგეგობებით, საკათედრო ტაძრით, დარბაზებითა და საცხოვრებელი პალატებით.
თუმცა მას შემდეგ აქ ცხოვრება ბევრჯერ შეიცვალა.

რა სამწუხაროა, რომ დღეს ასეთი ისტორიული მნიშვნელიბის წარსული ადგილობრივი მაცხოვრებლების იმედადაა დარჩენილი და ეს ადამიანები საკუთარი თავდადებითა და სიყვარულით ჯერ კიდევ ახერხებენ აქაურობის შენარჩუნებას”,- წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები