ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული 63 წლის მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს
საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული 63 ჯუმბერ ფსიტიძე ქართველმა სამართალდამცველებმა კლინიკა “გორმედის” ქსელში გადაიყვანეს.
როგორ ” რეგიონულ კვირას” გორმედში განუცხადეს, მამაკაცს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე და რამოდენიმე დღე სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იქნება.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე სოფელ ახალუბნის მიმდებარედ მსხვილფეხა პირუტყვის მწყემსვის დროს დააკავეს. ჯუმბერ ფსიტიძემ უკანონო პატიმრობაში დაახლოებით 1 საათი დაჰყო , ცენტრალური ხელისუფლების რეაგირების შედეგად დაკავებული დროულად გათავისუფლდა