ოკუპანტების მიერ დაკავებული ჯუმბერ ფსიტიძე გათავისუფლდა

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკავებული 63 წლის ჯუმბერ ფსიტიძე უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
“გიდასტურებთ ინფორმაციას გათავისუფლების შესახებ. საქართველოს მოქალაქე უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია” , – განაცხადეს სუსში.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე სოფელ ახალუბნის მიმდებარედ მსხვილფეხა პირუტყვის მწყემსვის დროს დააკავეს. ჯუმბერ ფსიტიძემ უკანონო პატიმრობაში დაახლოებით 1 საათი დაჰყო , ცენტრალური ხელისუფლების რეაგირების შედეგად დაკავებული დროულად გათავისუფლდა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები