ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – დაშავებულია 1 ადამიანი

გორის მუნიციპიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მსუბუქი ავტომობილი მოტოროლერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოტოროლერის მძღოლმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ კლინიკა “გორმედის” ქსელში იქნა გადაყვანილი.
როგორც “რეგიონულ კვირას” გორმედში განუცხადეს, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იგი სტაციონარშია მოთავსებული.
მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შს სამინიტრომ საქმის გამოძიება სსსკ 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები