ბოლნისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ინფიცირებული სოფელი მუშევანის მკვიდრია და საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ჯამში, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 192 შემთხვევაა დადასტურებული,175 გამოჯანმრთელდა, 4 ადამიანი კი გარდაიცვალა.