მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს

.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე ლავასოღლი თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს. იგი ამჟამად ბელორუსიაში საემიგრაციო პატიმრობაშია და ჯერ უცნობია სად მოხდება მისი გადაყვანა. როგორც უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა, თურქეთის მხარემ გადაწყვეტილება ლავასოღლის ოჯახის წევრების აქციებისა და კონსულთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

“პარასკევს გამოუშვეს ციხიდან და რამდენიმე საათი მისცეს დრო რომ თურქეთის ტერიტორია დაეტივებინა. იმ დროში მხოლოდ ბელორუსის მიმართულებით ხორციელდებოდა რეისი და იგი ბელორუსიაში საემიგრაციო სამსახურში იმყოფება. ეხლა ველოდებით სად მოხდება მისი გადაყვანა და ამაზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა აქციები”,- განაცხადა ბაკურიძემ.

ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის არის გასამართლებული, მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოტანის დროისთვის ის საქართველოში არ იმყოფებოდა. თურქეთში კი 2018 წლის ბოლოს დააკავეს. მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმში აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები