ზედაეწერის გამგებელი: მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თვითმმართველობა არაერთხელ დაეხმარა გაჭირვებულებს

ზუგდიდის მერის წარმომადგენელი ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი თორდია, ტელეკომპანია „მთავარს“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
საქმე 19 ივნისს არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ რეპორტაჟს ეხება, სადაც ნაჩვენები იყო ის ოჯახები და მარტოხელა მოხუცები, რომლებსაც, „მთავარი არხის“ მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლება პანდემიის პირობებში არ დაეხმარა.
“რეგიონული კვირა” დეტალებით დაინტერესდა და დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებთან ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა. როგორც ირკვევა, პანდემიის პერიოდში მათ სახელმწიფო არერთხელ დაეხმარა და პირველადი მოხმარების პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ნივთები მიუტანა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობების შესახებ “რეგიონული კვირა” მკითხველს ინფორმაციას აწვდიდა და ერთ-ერთი ასეთი აქცია ბიზნესმენ ვაჟა თორდიას  უკავშირდება, რომლის დახმარებითაც, ზუგდიდის თვითმმართველობა 30 გაჭირვებულ ოჯახს პროდუქტი გადასცა.

ტელეკომპანიის სიუჟეტის ერთერთი მთავარი გმირი, ეთერ ჭკადუა “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფის წევრები მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებად გაეცვნენ.
მისივე თქმით, ისინი მოხუცებულს დაჰპირდნენ, რომ თუ ყველა კითხვაზე მათთვის სასურველ პასუხს გასცემდა, შესაბამის დახმარებას გაუწევდნენ.
თავის მხრივ, ზედაეწერის ადმინისიტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ირაკლი თორდია განმარტავს, რომ ის, პანდემიის პირობებში ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად სოფლის მოსახლეობას არაერთხელ დაეხმარა. თორდიას მტკიცებით, „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტი, არის სიცრუის პროპაგანდა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები