მახინჯაურში სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
თვითმხილველების თქმით, ტერიტორიაზე ავტომობილები მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.