“გვახსოვს 20 ივნისი” – საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს

20 ივნისის მოვლენებიდან ერთი  წლის თავზე საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართა. აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტვისტები და მოქალაქეები იმყოფებიან.

აქციის მონაწილეებმა “შესაწირი ყუთი” მიიტანეს. მათი განმარტებით, გიორგი გახარიასთვის ფულს აგროვებენ.

“ივანიშვილმა გამიზნულად ესროლა თვალებში ახალგაზრდებს, რადგან მათ არ გაეხედათ თავისუფლებისკენ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მირდატ ქამადაძემ.

“ლელოს” წევრების თქმით კი ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გავრილობის ღამეზე და სრულად შეასრულოს დადებული პირობა პროპორციულ არჩევნებზე.
აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერები დააკრეს დისტანციის დაცვის მიზნით. ორგანიზატორებმა მისულ მოქალაქეებს მონიშნულ ადგილებზე დადგომისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის გახსნას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა, რომელიც ანტიკრემლისტურ და ანტისამთავრობო რიტორიკას ატარებდა. აქცია პოლიციის მიერ დემონსტრანტების დარბევით დასრულდა, რა დროსაც რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები