უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში და სტალინის სახლ-მუზეუმში პირველი ვიზიტორები მიიღეს

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში და სტალინის სახლ-მუზეუმში, პანდემიის გამოცხადების შემდეგ,  პირველი ვიზიტორები მიიღეს.

ტურისტულ ობიექტებს გორის მერი ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად სტუმრობდა.

„დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შეუძლია აღნიშნული ობიექტების დათვალიერება. ორივე მუზეუმში მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რეკომენდაციები”,- აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა მუზეუმებში სტუმრობის შემდეგ.

გორის მერიის ინფორმაციით, ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ქვეყანაში არსებულ ყველა მუზემსა და მუზეუმ-ნაკრძალში მომსახურების სატარიფო განაკვეთი იცვლება. 3 თვის განმავლობაში ბილეთის ფასი ვიზიტორებისთვის ნახევრდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები