წალენჯიხაში ავარიის შედეგად 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, სამი – დაშავდა. მათ შორის ერთი ბავშვია, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დანარჩენი ორი კი წალენჯიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების თქმით, მათ სიცოცლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.