“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში 3 პროექტი განხორციელდება

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში 3 პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 16 000 ლარია განსაზღვრული.

როგორც “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მერიიდან აცნობეს, საერთო კრებაზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ პროექტებად ფხალაძეების უბანში სანიაღვრე არხი, სოფელში გარე განათება და სასმელი წყლის მილების შეძენა განსაზღვრა.

“თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილე – მანუჩარ რობაქიძემ, მერის წარმომადგენელმა – დავით რობაქიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა – დავით ისაკაძემ სანიაღვრის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს, ასევე მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალების შესახებ ესაუბრნენ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N390 განკარგულების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით აღნიშნულ სამუშაოს კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს “საგო” ასრულებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები