თერჯოლაში მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 9 მსხვილმასშტაბიანი პროექტი განხორციელდება

თერჯოლაში მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 9 მსხვილმასშტაბიანი პროექტი განხორციელდება, აქედან ექვსი, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, გზების მოწყობას ითვალისწინებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, მერის წარმომადგენელ ირაკლი ცქიფურიშვილსა და დეპუტატ შალვა ჭანკვეტაძესთან ერთად დაათვალიერა სამუშაოები, რომელიც ამჟამად სოფრომაძეების უბანში მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ ისაუბრეს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია”ჯეო როუდ ინვესტი” გზის 1,5 კმ-იან მონაკვეთს არმირებული ბეტონითა და სანიაღვრე არხებით მოაწყობს, რაზეც საერთო ჯამში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით, 639 438 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები