რუსთავში ახლადრეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე უნგრული ცაცხვის ხეები დარგეს

რუსთავში, ახლადრეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე, გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, გამზირზე უნგრული ცაცხვის ხეები დარგეს.
ხეების დარგვის პროცესში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მონაწილეობა მოადგილეებთან და საკრებულოლოს დეპუტატებთან ერთად მიიღო.
სამი მეტრი სიმაღლის უნგრული ცაცხვის 10 ხე ,,რუსთავსერვის ცენტრმა’’ კოსტავას გამზირის იმ მონაკვეთზე დარგო, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. გამწვანების აქცია კერძო ბიზნესის ჩართულობით გაიმართა.
ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩის, კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია, გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი- ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად. მეორე პროექტით კი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე ქსელი, შუაგამყოფ ზოლში მოეწყო რეკრეაციული სივრცე. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, მთლიანად რეაბილიტირებული იქნება, გამზირის შუაგამყოფი ზოლი, კი კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე იქნება ქალაქისთვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები