“რეგიონული კვირის” სიუჟეტის შემდეგ 3 წლის ელენეს დახმარების მსურველები გამოჩნდნენ

“რეგიონული კვირის” მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც მესტიაში მცხოვრებ ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე 3 წლის ელენე მერლანის ისტორიას მოგითხრობდათ, რეაბილიტაციის კურსს მალე გაივლის.

როგორც LAG ზემო-სვანეთის ადგილიბრივი განვითარების ჯგუფმა გვითხრა, სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ ორგანიზაციას ძალიან ბევრი ადამიანი დაუკავშირდა, მათ შორის ემიგრაციაში მყოფი ქართველები.

“ძალიან სასიხარულო ამბავი მეგობრებოო, რამდენიმე კვირის წინ მედიაჰოლდინგმა “კვირამ” LAG-ის ჩართულობითა და კოორდინირებით გადაიღო სიუჟეტი 4 წლის ელენე მერლანზე, რომელსაც დაბადებიდან ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს, მიუხედავად სხვადასხვა სტრუქტურების მხარდაჭერისა და დახმარებისა, ოჯახს ამ ეტაპზე არ გააჩნია საკმარისი ფინანსები რეაბილიტაციის კურსის ჩასატარებლად, საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოეხმაურა სიუჟეტს, ძალიან მალე ელენე თქვენი დახმარებით გაივლის რეაბილიტაციის კურსს.
ახლა კი მინდა მოგიყვეთ ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტებზე ანა ნაკანზე და მის მეგობრებზე, რომლებიც რამდენიმე წელია იმყოფებიან ემიგრაციაში და მის თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად უამრავ კეთილ საქმეს უდგანან სათავეში, ანა რამდენიმე დღის წინ შეეხმიანა ჩვენი ლაგის კოორდინატორს და 230 ევრო გადმოაგზავნა მის სახელზე რათა გაგვეხარებინა ელენეს ოჯახი.
ზემო სვანეთის LAG-ის სახელით მადლობას ვუხდით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ემიგრანტებს ანა ნაკანს, თეა ხაბულიანს, ნონა ჯაფარიძეს, მანჩო გრძელიშვილს, ნინო მსხილაძეს, ქეთევან მეშველიანს, თამარ ლიპარტელიას, ანა ლიპარტელიანს, ირინა მუსელიანს, ირმა სიხარულიძეს, შორენა ჩანქსელიანს, თამარა კვირიკაშვილს, მანანა არდოტელს, მირანდა მუკბანიანს”,- წერენ ორგანიზაცია LAG-ის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები