მჭადიჯვარში ასფალტის საფარის დაგების პროცესს მხარის რწმუნებული დაესწრო

მჭადიჯვრის მოსახლეობა ახალი გზით ისარგებლებს. დუშეთის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა თითქმის დასრულებულია. პროექტის ღირებულება 573 153 ლარია. ადგილზე 30 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შორის ადგილობრივი მოსახლეობაც არის.

აღსანიშნავია, რომ მჭადიჯვარში საგზაო ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო, რის გამოც, როგორც ფეხით ასევე ავტომობილით გადაადგილება მოსახლეობისთვის სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
მჭადიჯვარში მიმდინარე საგზაო სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა დაათვალიერეს.გუბერნატორის განცხადებით გზის პრობლემის მოგვარება ადგილობრივებმა ხელისუფლების წევრებს ღია შეხვედრების დროს სთხოვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები