შუახევის მერმა დაბაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

შუახევში დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – ფრიდონ ფუტკარაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

” პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საყრდენი კედლები, ლითონის მოაჯირი, ფეხით სავალი ბილიკი ქვაფენილით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ კიბეებს, შეიღებება შენობების გარე ფასადები. საყრდენ კედლებზე დამონტაჟდება გარე განათება და მოპირკეთდება დეკორატიული ქვაფენილით. პროექტით გათვალისწინებულია დასასვენებელი პარკის მოწყობა. პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დაბის მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, სამუშაოებს ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით შპს ,,მშენებელი2017“ აწარმოებს. მშენებლობაზე ადგილობრივი ახალგაზრდები არიან დასაქმებულნი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები