ონში, უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნა
ონის მუნიციპალიტეტში სოფელ უწერაში, უხვი ნალექის შედეგად, მდინაარეები ადდიდა. მდინარე მუშუანის და რიონი ადიდებამ სოფელში გადასასვლელი ხიდი მთლიანად წაიღო. ასევე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე წუთის მანძილზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხდა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის გუბერნიის ინფორმაციით, დროულად მოხდა მძიმე ტექნიკის მობილიზება და გზის გაწმენდა. მათივე ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.