ბათუმში, მთისძირის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,რეგიონულ კვირას” განუცხადეს შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები. ამ დროისთვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია. თუ რამ გამოიწვია მეორადი ავტომობილის დაწვა, ამაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.