გიორგიწმინდა-მუგარეთის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების, გიორგიწმინდისა და მუგარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
“პროექტის ფარგლებში გზის 1400 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება და საყრდენი კედელი ეწყობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი გზით სამი სოფლის – გიორგიწმინდის, ფერსის და მუგარეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ”,-წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.