ნანა ოდიშარია: 70 წლის კოვიდინფიცირებულ პაციენტს, კორონავირუსის მილევის ფაზა აქვს
70 წლის კოვიდინფიცირებულ პაციენტს, კორონავირუსის მილევის ფაზა აქვს, ამ პერიოდში ვირუსის გადადების რისკი მინიმალურია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ, პაციენტზე განმეორებით ჩატარებული კვლევის შემდეგ განაცხადა.
„ლუგარიდან მიღებული ანტისხეულების კვლევის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კორონავირუსის მილევის ფაზა. პაციენტი საავადმყოფოში დარჩება ვირუსის სრულ ელიმინაციამდე. ექსპერტების შეფასებით, ამ პერიოდში დაავადების გადაცემის შანსი არის მინიმალური. 25-მდე პიროვნება, რომლებიც ამჟამად იზოლაციაში არიან, დარჩება დაკვირვების ქვეშ, ხოლო თვითიზოლაციის ბოლოს გაივლიან PCR-ტესტირებას. რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, კორონავირუსზე სულ 134 პირი შემოწმდა, ყველა ბიოლოგიური მასალა უარყოფითია“, – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.
70 წლის მამაკაცი საქართველოში ლარსის გამშვები პუნქტის გავლით 12 ივნისს შემოვიდა, ხოლო 14 ივნისს ძმის სამძიმარზე რომ ყოფილიყო, კარანტინიდან „დროებით გაათავისუფლეს“.
ცნობისთის, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში სულ 5 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.