ზაზა გულუაშვილი: ქარელის მაღალმთიან სოფლებში მცოხვრებ მოსახლეობას მუნიციპალურ ცენტრთან დაკავშირების პრობლემა მოუგვარდება

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით: დაბა აგარაში, სოფელ აფნისში, ჩიტიხევში, ზემო ხვედურეთსა და მოხისში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებს ადგილზე გაეცნო და ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიებთან ერთად ინფრატრუქტურულ სამუშაოებს მონიტორინგი გაუწია.

მუნიციპალიტეტის პირველი პირის განცხადებით, აღნიშნული გზის მონაკვეთების სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროცესის შიდა მუნიციპალურ მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტიც, რომ მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონდე დასახლებულ პუნქტებს მუნიციპალურ ცენტრთან დაკავშირების პრობლემა მოუგვარდებათ. შესაბამისად ამ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას როგორც სატრანსპორტო, ასევე ფეხით გადაადგილების პრობლემა აღარ ექნებათ.
მიმდინარე 5 პროექტს შორისაა როგორც შიდასაუბნო, ასევე სოფლებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, პროექტების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს საგანმანათლებლო დაწესებულებამდე მისვლა უპრობლემოდ შეეძლებათ.
„ჩვენ დავათვალიერეთ აგარის ქუჩების მეორე ეტაპის ასფალტირება. დავათვალიერეთ სოფელ მოხისის სკოლამდე და საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის ასფალტირების პროცესი. ასევე სოფელ აფნისამდე მისასვლელი გზის ასფალტირების პროცესი, ვაყავით ზემო ხვედურეთში სკოლისა და საბავშვო ბაღის დამაკავშირებელი გზის სამუშაოებზე და ახლა ვიმყოფებით სოფელ ჩიტიხევის დამაკავშირებელ გზის სამუშაოებზე. აღნიშნული პროექტების დასრულება მხოლოდ კარგ შედეგს მოუტანს მოსახლეობას, რადგან ეს ქარელის ცენტრთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, ასევე ეს სოფლები მაღალმთიანი სოფლების სტატუსით სარგებლობენ, ეს ერთი მისასვლელი გზა აქვს სოფლის მოსახლეობას. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემა მოუგვარდებათ“,- განაცხადა ზაზა გულუაშვილმა.

სამშენებლო კომპანია შპს “დინგრუპის ” წარმომადგენელი ვახტანგ ამაშუკელის განმარტებით, პროექტი უკვე დასრულების ფაზაშია და ამ ეტაპზე წყლის დამჭერი ღარის მოწყობა მიმდინარეობს.
„ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით სოფელ ჩიტიხევაზე ვასრულდებთ ორფენიანი გზის საფარის მოწყობას, აღნიშნული პროექტი მოიცავს წყლის დამჭერი ღარის მოწყობას. პროექტი უკვე დასრულების ფაზაშია. ამ დროისთვის მიმდინარეობს წყლის დამჭერი ღარის მოწყობა. დაახლოებით 10 დღეში დავადებთ ზედა ფენას და დასრულდება ამით პროექტი. ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთიდ სოფელ ზემო ხვედურეთში ვაწარმოებთ ორ ფენიანი გზის საფარის მოწყობას . აღნიშნული პროექტი მოიცავს სარწყავი არხების მოწესრიგებას სოფლის მოსახლეობისთვის . დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება ღნიშნული პროექტიც”, – თქვა ვახტანგ ამაშუკელმა.

ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები:
• სოფელ აფნისში საავტომობილო გზის ასფალტირების სამუშაოები. სულ დაიგება 1,450 კმ. გზის საფარი. პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივიბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ღირებულება 432 783 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ერ ტე დე“.

• ჩიტიხევის გზის ასფალტირების სამუშაოები. პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით და ღირებულება 473 008 ლარია. სულ დაიგება 1,156 კმ. გზის საფარი. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,დინ გრუპი“.

• სოფელ ზ/ხვედურეთში მიმდინარეობს სკოლამდე მისასვლელი გზისასფალტირება. სულ დაიგება 1,379 კმ. ასფალტის საფარი. პროექტი მიმდინარეობს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.პროექტის ღირებულება შეადგენს 630 007 ლარს. სამუშაოებს ასრულებს შპს „დინ გრუპი“.

• აგარის ქუჩების ასფალტირება ორ ეტაპად, რომელიც განხორციელდა
რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის თანადაფინანსებით. დასრულებულია პირველი ეტაპი და დაგებულია 6 ქუჩა. სულ 2,405 კმ.
გზის საფარი, რაზეც გაიხარჯა 1 076 944 ლარი. სამუშაოები განახორციელა შპს ,,ქროსფოინტი“-მა. მეორე ეტაპზე მიმდინარეობს 4 ქუჩის ასფალტირება. სულ დაიგება 2,338 კმ. გზა, რაზეც გაიხარჯება 869 999 ლარი.

• სოფელ მოხისში მიმდინარეობს სკოლამდე მისასვლელი გზის ასფალტირება. სულ დაიგება 1,383 კმ. გზის საფარი. პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ღირებულებაც 616 000 ლარია. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ერ ტე დე“.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები