მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთის საკონსულოში მოლაპარაკება დასრულდა

ე.წ ,,კანონიერი ქურდის” მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით აქცია ბათუმში ისევ გრძელდება.
ექსტრადაციის მოთხოვნით თურქეთის საკონსულოში მოლაპარაკებაზე მინდია ლავასოღლის და ირინა გორაძე ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც ის ,,რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, კონსულისგან კონკრეტული პასუხი ამჯერადაც ვერ მიიღო.
მისი განმარტებით, ოჯახის წევრები და ახლობლები აქციებსა და შიმშილობას ისევ გააგრძელებენ.
,,აღმოჩნდა, რომ კონსულმა დეტალურად არ იცოდა ჩვენი მოთხოვნის არსი თუ რაში მდგომარეობს. რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი გავაკეთე, ერთ საათზე მეტი ვსაუბრობდით. უშედეგოდ არ უნდა ჩაიაროს ჩვენმა ბრძოლამ”, – განაცხადა ირინა გორაძემ.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ იგივე მოთხოვნით მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძესაც მიმართეს, რომელმაც შეკრებილებს განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
აქცია ბათუმში პირველ ივნისს დაიწყო, მონაწილეებიდან 15 ადამიანი 18 დღეა შიმშილობს, ერთი მოშიმშილე დღეს დილით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში იძებნებოდა, თუმცა იმ დროისთვის იგი სამშობლოში არ იმყოფებოდა. 2018 წელს ე.წ ,,კანონიერი ქურდი” თურქეთის რესპუბლიკაში დააკავეს. ოჯახის წევრების თქმით არასათანადო პორობებში იმუყფება და მას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები