სუს-ი: ზუგდიდის მერიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციაში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანიტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის მერის – გეგა შენგელიას წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” სუს-ში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ზუგდიდის მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია მიწის გასხვისების შესახებ, შესწავლილ იქნა და დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა – ანა წითლიძემ ზუგდიდის მერის – გეგა შენგელიას წინააღმდეგ რაიონულ პროკურატურას ორ ივნისს მიმართა. წითლიძის მტკიცებით, თეატრის ქუჩაზე მიწის გასხვისება კომპანია m2-სთვის კორუფციული გარიგების გზით მოხდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები